არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა" ეკონომიკური მედია სკოლა გახსნა. პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია Junior Achievemen-თან ერთად ხორციელდება, რომელსაც ეკონომიკური განათლების კუთხით თითქმის ასწლიანი გამოცდილება აქვს.
მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. სკოლის პირველი ნაკადი 20 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც საქართველოში მოქმედ 18 მედია საშუალებას წარმოადგენენ.
ჟურნალისტები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსისა და სახელმძღვანელოების მიხედვით შეისწავლიან. ტრენინგებს „ჯუნიორ ეჩივმენთის" (Junior Achievement) ტრენერები და მოწვეული ლექტორები ჩაატარებენ. სასწავლო კურსი, რომელიც 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემა