ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით იზრდება. ამ ცვლილების შედეგად, მოსალოდნელია იმ სესხებზე საბაზრო განაკვეთის ზრდა, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
2015 წლის იანვრის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 4902 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2111 იურიდიულ პირს აქვს.