არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ 2014 წლის ანგარიში მედიას გააცნო.
პრეზენტაციაზე ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და მთავარი კამპანიები მიმოიხილა. გიორგი კეპულაძემ საბანკო-საფინანსო სფეროში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა.
„საზოგადოება და ბანკებმა“ 2014 წლის განმავლობაში აამოქმედა საკონსულტაციო ცენტრი და ცხელი ხაზი, სადაც კონსულტაცია საფინანსო თემებზე 600-მდე ადამიანმა მიიღო, ჩაატარა 15 კვლევა და 8 ბანკომეტრი, აამუშავა 2 ვებ გვერდი - www.gaige.ge და www.sab.ge, ფინანსური განათლების მიმართულებით სტუდენტებისთვის 2 საჯარო ლექცია და ახალგაზრდული ეკონომიკური ფორუმი გამართა, ხოლო ორგანიზაციის მედია სკოლაში, 40-მა ჟურნალისტმა ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით განათლება მიიღო.
„საზოგადოება და ბანკების“ გუნდი სამომავლოდაც გეგმავს მრავალფეროვან საგანმანათლებლო კამპანიებს, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.