TV 3-ის სიუჟეტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ფინანსური განათლება - გამოწვევები და პერსპექტივები“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოქმედი კომერციული ბანკების, საქართველოს ბანკების ასოციაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" წარმომადგენლები.
იხილეთ "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი კეპულაძის კომენტარი ფინანსური განათლების შესახებ.