მედია სკოლის სასწავლო კურსი 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება იყო. ტრენინგებს გიორგი ბაქრაძე და მოწვეული ექსპერტები ატარებდნენ, რომელთა შორისაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც იყო. ჟურნალისტებმა ეკონომიკის საფუძვლები სპეციალური კურსისა და სახელმძღვანელოების მიხედვით შეისწავლეს. პროექტი ლიბერთი ბანკთან ერთად ხორციელდებოდა. სკოლის მეშვიდე ნაკადი 21 ჟურნალისტისგან შედგებოდა. „საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკური მედია სკოლა მერვე ნაკადის მიღებას შემოდგომიდან დაიწყებს.