კობა გვენეტაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების ეკონომიკურ მედია სკოლას ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა მაკროეკონომიკური მიმოხილვა იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. მედია სკოლის მსმენელებმა საკასო ცენტრი დაათვალიერეს და მის სამუშაო პროცესს გაეცნენ.