ეკონომიკურ მედია სკოლას „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერი ესტუმრა. ზურაბ ჯაფარიძემ ეკონომიკურ თავისუფლებეზე და სწრაფი ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სტუმარმა მედია სკოლის მსმენელების შეკითხვებსაც უპასუხა.
ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან.
მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ სტუმრებსაც უმასპინძლებს.