საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით ზრდის. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უკვე 5%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
2015 წლის 30 აპრილის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5147 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2347 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 7494 ადამიანს გაუძვირდება. 2015 წლის იანვართან შედარებით იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა 481-ით არის გაზრდილი.